Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გაემგზავრა გენერალური პროკურორის


ცხინვალში გაემგზავრა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ჯანაშია,

ცხინვალში გაემგზავრა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ჯანაშია,
რათა ადგილზე გაარკვიოს დაკავებული ქართველი პოლიციელების საკითხი. გიორგი ჯანაშია შეხვდება დეფაქტო მთავრობის პროკურორს თეიმურაზ ხუგაევს. მხარეები განიხილავენ დატყვევებული სამი ქართველი პოლიციელის - დურგლიშვილის, კობალაძის და სურმავას დაკავების მიზეზებს. ოსმა სამართალდამცავებმა პარასკევს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს ორი დღის წინ დაკავებული საქართველოს შინაგანი ჯარის 47 ჯარისკაცი. სამი პოლიციელის გათავისუფლებაზე ოსები უარს აცხადებენ, ვინაიდან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა უცნობია, თუ კონკრეტულად რა ბრალდებას უყენებენ ოსები ქართველ პოლიციელებს.
XS
SM
MD
LG