Accessibility links

logo-print

დაიჭრა საქართველოს შინაგანი ჯარების ოთხი


დაიჭრა საქართველოს შინაგანი ჯარების ოთხი სამხედრო მოსამსახურე.

დაიჭრა საქართველოს შინაგანი ჯარების ოთხი სამხედრო მოსამსახურე.
შაბათს დილით, სოფლების - ერედვისა და არგვითის რაიონში, ოსური შეიარაღებული ფორმირების მიერ ქართული პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული სროლის შედეგად დაიჭრა საქართველოს შინაგანი ჯარების ოთხი სამხედრო მოსამსახურე. იგივე ინფორმაციით, ოსეთის შეიარაღებული ფორმირების წევრებმა საგუშაგოს სროლა აუტეხეს დილის 6 საათზე. წინა საღამოს, სოფელ არგვითს ესროდნენ არა მარტო ავტომატებიდან, არამედ ყუმბარმტყორცნებიდანაც, რის შედეგად დაიჭრა სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
როგორც პარასკევს საღამოს ცხინვალში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარემ - ირინა გაგლოევამ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფელ ფრისთან პარასკევს საღამოს უცნობმა ქართულმა შეიარაღებულმა ფორმირებამ სროლა აუტეხა სამხრეთ ოსეთის პოლიციის საგუშაგოს და არიან დაჭრილები.
XS
SM
MD
LG