Accessibility links

logo-print

ფილიპინების მთავრობა აცხადებს, რომ თავის


ფილიპინების მთავრობა აცხადებს, რომ თავის მცირერიცხოვან სამშვიდობო ნაწილს გაიყვანს ერაყიდან

ფილიპინების მთავრობა აცხადებს, რომ თავის მცირერიცხოვან სამშვიდობო ნაწილს გაიყვანს ერაყიდან
ექვსი კვირის შემდეგ, რაც ფილიპინელი სამხედროების ყოფნის ვადა ამოიწურება. თუმცა, განცხადებაში არაფერია ნათქვამი ერაყში ახალი კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე. ერაყელი მეამბოხეები, რომლებმაც ოთხშაბათს ფალუჯასათან ახლოს ფილიპინელი მძღოლი დაატყვევეს, იმუქრებიან, რომ დღის ბოლომდე სიკვდილით დასჯიან მძევალს, თუკი ფილიპინების მთავრობა დაუყოვნებლივ არ გაიყვანს ჯარს ერაყიდან. დღესვე არაბულმა ტელეარხმა "ალ ჯაზირამ გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელზეც ფილიპინელი მძევალი ანხელო დე ლა კრუსი მიმართავს თავის მთავრობას, შეასრულოს მემბოხეების მოთხოვნა.
XS
SM
MD
LG