Accessibility links

logo-print

ქალაქ რამადაში თავდასხმის დროს სამი


ქალაქ რამადაში თავდასხმის დროს სამი მოიერიშე მოკლეს

ქალაქ რამადაში თავდასხმის დროს სამი მოიერიშე მოკლეს
შეერთებული შტატების სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედოებმა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ რამადიში თავდასხმის დროს სამი მოიერიშე მოკლეს. დღესვე ბელგიის კომერციულმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, ბრიუსელის მიერ ორი სუდანელის დაკავების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელის წევრობაში. ინფორმაციის თანახმად ეჭვმიტანილები, პარასკევს საღამოს ბრიუსელის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ისინი ათენში ყალბი პასპორტებით აპირებდნენ გამგზავრებას. დღესვე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განაცხადა ჰოლანდიამ, მას შემდეგ რაც მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტების შესაძლოა ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG