Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსის ეპიდემია საფრთხეს უქმნის აზიისა


შიდსის ეპიდემია საფრთხეს უქმნის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურსა და სოციალურ განვითარებას - ამ შინაარსის განცხადება

შიდსის ეპიდემია საფრთხეს უქმნის აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურსა და სოციალურ განვითარებას - ამ შინაარსის განცხადება
გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ბანგკოკში, სადაც დღეს შიდსთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. [კოფი ანანის ხმა] "ამ კონფერენციაზე ბევრ ქვეყანას ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები წარმოადგენენ. მაგრამ მოდით, სიცხადე შევიტანოთ. შიდსთან ბრძოლა მთავრობათა სრულ მონაწილეობას მოითხოვს - ქვეყნების უმაღლეს ხელმძღვანელთა ჩათვლით. შიდსი გაცილებით მეტია, ვიდრე ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისი. ეს არის საფრთხე თვით ქვეყნების განვითარებისთვის." ტაილანდის დედაქალაქში მიმდინარე ფორუმში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოცი ათასამდე პოლიტიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG