Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, განკარგულება


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, განკარგულება გასცა,მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაგრძელდეს ე.წ. "დამცავი კედლის" მშენებლობა,

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, განკარგულება გასცა,მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაგრძელდეს ე.წ. "დამცავი კედლის" მშენებლობა,
რაც პალესტინელთა ტერიტორიებისგან ისრაელის გამოყოფას ისახავს მიზნად. შარონმა დასძინა, რომ ყველა დიპლომატიურსა და სამართლებრივ ზომას მიმართავს, რათა წინ აღუდგეს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად კედლის მშენებლობა უკანონოა. პარასკევს ხსენებულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კედელი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისრაელს კედლის დანგრევა მოსთხოვა. მაგრამ დღეს მიღებულ სამთავრობო განცხადებაში ნათქვამია, რომ, ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კედლის მშენებლობა გაგრძელდება. დაგეგმილი 685 კილომეტრიდან ჯერჯერობით აშენებულია ერთი მეოთხედი. დღეს ტელ-ავივში, ავტობუსის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 19 წლის სამხედრო მოსამსახურე ქალი, ხოლო დაშავდა 20-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG