Accessibility links

logo-print

ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით ადამიანმა


ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო ცერემონიაში,

ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო ცერემონიაში,
რომელიც სერბთა ჯარის მიერ ბოსნიელ მაჰმადიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა. დღეს შესრულდა ცხრა წელი იმ დღიდან, როცა ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული შენაერთების მოსამსახურეებმა სრებრენიცაში შვიდი ათასზე მეტი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც ათასზე მეტი საფლავია, დღეს ახლად ამოცნობილ მსხვერპლთა კიდევ 338 საფლავი დაემატა.
XS
SM
MD
LG