Accessibility links

უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა გაათავისუფლეს “ენგურჰესის”


უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა გაათავისუფლეს “ენგურჰესის” მთავარი ინჟინერი აბესალომ ჯაბუა,

უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა გაათავისუფლეს “ენგურჰესის” მთავარი ინჟინერი აბესალომ ჯაბუა,
რომელიც ერთი თვის წინათ აფხაზებმა მოიტაცეს. უშიშროების მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ოპერატიულად დადგინდა მძევლის ადგილსამყოფელი და საეჭვო პირთა ნუსხა, რის შემდეგაც სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე დღის მანძილზე უთვალთვალებდნენ გალის რაიონში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტს. როგორც მერაბიშვილმა განმარტა, მძევლის გათავისუფლება ყოველგვარი შეიარაღებული ოპერაციის გარეშე მოხდა. დეტალებზე საუბრისგან მინისტრმა თავი შეიკავა. ამასთანავე, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯაბუას ოჯახს მის გათავისუფლებაში გარკვეული თანხა გადაეხადოს.
XS
SM
MD
LG