Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის


რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და სახიფათოა,

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში სიტუაცია უკიდურესად დაძაბული და სახიფათოა,
- ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო წყაროები იუწყებიან. ლონდონში ჩასვლისთანავე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სერგეი ივანოვმა თქვა, რომ მდგომარეობის ნორმალიზების ერთადერთი საშუალებაა სამშვიდობო ძალების მანდატისა და შერეული საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილებათა მკაცრი დაცვაა. სერგეი ივანოვმა მაღალი შეფასება მისცა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების სარდლის სვიატოსლავ ნაბზდოროვისა და, მთლიანად, სამშვიდობო კონტინგენტის ქმედებას. მისი განცხადებით, რეგიონში სიტუაციის გამწვავების მიზეზად იქცა საქართველოს მხარის მიერ სამშვიდობო ძალების მანდატის აშკარა იგნორირება.
XS
SM
MD
LG