Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოლომონ


ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოლომონ პასის განცხადებით, ერაყში მძევლად აყვანილი ორი ბულგარელი

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოლომონ პასის განცხადებით, ერაყში მძევლად აყვანილი ორი ბულგარელი
მძღოლი ცოცხალია. სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პასიმ აღნიშნა, რომ სანდო წყაროებმა დაადასტურეს მანამდე გავრცელებული ამავე შინაარსის ცნობები. მინისტრს არ დაუზუსტებია, რა წყაროებზეა საუბარი. სატვირთო მანქანის ორი ბულგარელი მძღოლი ხუთშაბათს მოიტაცეს ქალაქ მოსულთან. გამტაცებლები მძევალთა მოკვლით დაიმუქრნენ, თუ შეერთებული შტატები 24 საათის განმავლობაში არ გაათავისუფლებდა ერაყელ ტყვეებს.
XS
SM
MD
LG