Accessibility links

logo-print

მეამბოხეთა წინააღმდეგ “ბასრი მახვილი” უნდა


მეამბოხეთა წინააღმდეგ “ბასრი მახვილი” უნდა გვქონდეს, განაცხადა ერაყის პრეზიდენტმა ღაზი იავარმა

მეამბოხეთა წინააღმდეგ “ბასრი მახვილი” უნდა გვქონდეს, განაცხადა ერაყის პრეზიდენტმა ღაზი იავარმა
ჟურნალისტებთან იმის შესახებ საუბარში, რომ ერაყი სიკვდილით დასჯას აღადგენს. მისივე თქმით, ყველა მეამბოხეს, რომელიც შეწყვეტს ბრძროლას, ამნისტიის გარანტიას მისცემენ, მაგრამ თქვა მან, ვადის გასვლის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი ამოქმედდება. მანვე თქვა, რომ ამნისტია ამ დღეებში გამოცხადდება. პრეზიდენტის ნათქვამი მოჰყვა ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოთხოვნას ერაყის მთარობისგან, აკრძალოს სიკვდილით დასჯა ყველა შემთხვევაში. ბრიუსელში სტუმრად არის ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ზებარი. ის კავშირის საგარეო საქმეთა ყოველთვიურ შეკრებაზე ჩავიდა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ერაყს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაეხმარება.
XS
SM
MD
LG