Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში გაგრძელდა სანავთობო ფირმის


დღეს მოსკოვში გაგრძელდა სანავთობო ფირმის “იუკოსის” აქციების უმთავრესი მფლობელის სასამართლო პროცესი.

დღეს მოსკოვში გაგრძელდა სანავთობო ფირმის “იუკოსის” აქციების უმთავრესი მფლობელის სასამართლო პროცესი.
მიხაილ ხოდორკოვსკი თანახმაა უსასყიდლოდ გადასცეს კომპანიის აქციების თავისი პაკეტი, 44 პროცენტი, “იუკოსის” მენეჯმენტს იმისათვის, რომ დაიფაროს ფირმის დავალიანება გადასახადის სახით და არ მოხდეს “იუკოსის” გაკოტრება. ხოდორკოსკიმ ეს თავისი ვექილის გზით გამოაცხადა. ხოდორკოვსკის გადასახადისთვის თავის არიდებას, თაღლითრობას და სხვა დანაშაულში ედება ბრალი. მასთან ერთად საქმეში გადის პლატონ ლებედევი, რომლის ვექილებმა მისი საექიმო შემოწმება მოითხოვეს, მაგრამ სასამართლომ უარი უთხრა. დღესვე “იუკოსის” ახალმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა რუსეთის მთავრობას შესთავაზა, რომ ფირმა ძველ გადასახადს - 7 ნახევარ მილიარდამდე დოლარს - სამი წლის განმავლობაში გადაიხდის.
XS
SM
MD
LG