Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საინფორმაციო საგენტომ “დე-პე-ამ”, “ფრანცპრესზე”


გერმანიის საინფორმაციო საგენტომ “დე-პე-ამ”, “ფრანცპრესზე” დაყრდნობით, გაავრცელა ინმორმაცია,

გერმანიის საინფორმაციო საგენტომ “დე-პე-ამ”, “ფრანცპრესზე” დაყრდნობით, გაავრცელა ინმორმაცია,
რომ იტალიაში, სიცილიის ნაპირზე გადასხდომა მოახერხეს აფრიკელმა ლტოლვილებმა, რომლებიც ივნისში ზღვაში შემთხვევით შენიშნა და გადაარჩინა გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის “კაპ ანამურის” ამავე სახელწოდების გემმა. ლტოლვილებს, როგორ გაირკვა, ისინი ნიგერიელები და განელები არიან, სამი კვირა დასჭირდათ იტალიის ხელისუფლებისგან ნაპირზე გადასვლის უფლების მიღებისთვის. ახლა 37 აფრიკელი ლტოლვილი მათთვის განკუთვნილ ბანაკში წაიყვანეს. იტალიის მიერ დაკავებული იქნა გემი, რომლითაც გაარჩინეს ლტოლვილები, დაპატიმრებული არიან გემის კაპიტანი და ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბრალდებით, რომ ხელი შეუწყვეს არალეგალურ შესვლას ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG