Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში ტონი ბლერთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა,

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში ტონი ბლერთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა,
რომ დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და უახლოეს ხანში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან მუდმივი კონსულტაციების მექანიზმი ჩამოყალიბდება.
“საქართველო საერთაშორისო მოთამაშე უნდა გახდეს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველას აინტერესებს, როგორ განვითარდება აქ მოვლენები. ჯერჯერობით, საერთაშორისო თანამეგობრობა კმაყოფილია იმით, რაც საქართველოში ხდება”, აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მან კომენტარი გააკეთა აგრეთვე ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის მომავალ სხდომის შესახებაც, რომელიც 14 ივლისს მოსკოვში გაიმართება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რუსეთი უკვე მიხვდა, რომ საქართველოს თავის ნებაზე კონფლიქტში ვერ ჩაითრევს.
“ამ ეტაპე ჩვენი ამოცანა უკვე განსაზღვრულია – ეკონომიკური საზღვარი დაკეტილია, მოსახლეობა დაცულია. გადამწყვეტი ნაბიჯები კი გადაიდგმება მაშინ, როცა ამას სახელმწიფო მიიჩნევს საჭიროდ და არა მაშინ, როცა რომელიმე რუს გენერალს აზრად მოუვა”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ იხილე ჩვენი ლონდონელი კორესპონდენტის რეპორტაჟი.
XS
SM
MD
LG