Accessibility links

logo-print

აშშ მთავრობამ გამოაცხადა, რომ იმედგაცრუებულია


აშშ მთავრობამ გამოაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ფილიპინების ხელისუფალთა გეგმით, რომ ისინი სწრაფად

აშშ მთავრობამ გამოაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ფილიპინების ხელისუფალთა გეგმით, რომ ისინი სწრაფად
გაიყვანენ ჯარს ერაყიდან გამტაცებელთა მოთხოვნის საპასუხოთ, რომელთაც ფილიპინელი მოქალაქე ჰყავთ მძევლად. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხად, რომ ეს გამტაცებლებისთვის “ცუდი მესიჯი” იქნება.
ფილიპინების მთავრობამ გამოაცხადა, რომ გაიყვანს თავის ხალხს ერაყიდან, გატაცებულის განთავისუფლების სანაცვლოდ. ექსტრებმისტები მთავრობას ერაყიდან გასვლას სთხოვენ.
ბულგარეთის ორი - ერაყში მძევლად აყვანილი მოქალაქე ცოცხალია, განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ. მისივე თქმით, მოლაპარაკება გამტაცებლებთან მათ განთავისუფლებაზე არ ხერხდება. გამტაცებლები იმუქრებიან, რომ დასჯიან მათ სიკვდილით, თუკი არ გაათავისუფლებენ ყველა ერაყელ მეამბოხეს, რომელლებიც დაკავებული არიან.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ მოუწოდა ნატოს, რაც შეიძლება სწრაფად დაეხმაროს ერაყის უშიშროების ძალებს მომზადებაში. ნატოს გენერალურმა მდივანმა სხეფერმა დაარწმუნა ზებარი, რომ ალიანსის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, დაეხმაროს ერაყს.
სხეფერის თქმით, ნატოში არის აზრთა სხვადასხვაობა ამ მხრივ: საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოებიც თვლიან, რომ ერაყში მოქმედება ცალკეული ქვეყნის უფლებაა და არა მთლიანად ნატოსი.
XS
SM
MD
LG