Accessibility links

logo-print

ერაყში მოკლული ლატვიელი ჯარისკაცის, ოლაფს


ერაყში მოკლული ლატვიელი ჯარისკაცის, ოლაფს ბაუმანისის ოჯახი კომპენსაციის სახით 93 000 დოლარს მიიღებს

ერაყში მოკლული ლატვიელი ჯარისკაცის, ოლაფს ბაუმანისის ოჯახი კომპენსაციის სახით 93 000 დოლარს მიიღებს
- თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე კანონი ითვალისწინებს.
ბაუმანისი პირველი და ერთადერთი ბალტიისპირელი სამხედრო პირია, რომელიც ერაყის ომში დაეცა - მისი სიცოცხლე გასულ თვეში შეიწირა კოალიციის ჯარებზე ჭურვებით განხორციელებულმა იერიშმა. ლატვიის კანონით, ბაუმანისის ცოლსა და ორ შვილს მის თვიურ ხელფასზე 120-ჯერ მეტი თანხის კომპენსაცია ეკუთვნით. მაგრამ თავდაცვის მინისტრმა ატის სლაქტერისმა ეს თანხა მეტისმეტად მცირედ მიიჩნია და ორშაბათს განაცხადა, რომ მთვარობა მას 41 000 დოლარს დაამატებს.
XS
SM
MD
LG