Accessibility links

ერაყში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ მოსულის


ერაყში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ მოსულის გუბერნატორი ოსამა კაშმულა და მისი ორი მცველი მოკლეს.

ერაყში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ მოსულის გუბერნატორი ოსამა კაშმულა და მისი ორი მცველი მოკლეს.
როგორც იუწყებიან, თავდამსხმელებმა ყუმბარა ესროლეს ავტომანქანას, რომელშიც ოსამა კასმულა იჯდა და მას ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. დღესვე ბაღდადში სულ მცირე 11 ერაყელის სიცოცხლე შეიწირა ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქებამ. დაჭრილია 40-მდე ადამიანი. ერთი ადამიანი, მრეწველობის სამინისტროს თანამშრომელი მოკლეს მის ოფისთან. ერაყის დროებითი მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა იად ალაუიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ აფეთქება ბაღდადში იყო შურისძიების აქტი კრიმინალურ მოქმედებასა და ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ბოლოდროინდელი ზომების გამო. ასევე ალაუიის თქმით, ეს იყო ერაყელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაული: [ალაუის ხმა] ამასობაში, ბულგარეთის პარლამენტმა დაადასტურა, რომ ერაყში ტოვებს თავის ჯარებს. ეს მოხდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ერაყში გასამხედროებულმა ჯგუფმა თავი მოჰკვეთა ერთ ბულგარელ მძევალს და დაიმუქრა მეორის მოკვლით, თუ ამერიკელები ყველა ერაყელ ტყვეს არ გაათავისუფლებენ. ბულგარეთისაგან განსხვავებული პოზიცია გამოავლინა ფილიპინების ხელმძღვანელობამ. დაიწყო ამ ქვეყნის 51 სამხედრო მოსამსახურის გაყვანა ერაყიდან - გეგმაზე ერთი თვით ადრე. ეს ნაბიჯი მოჰყვა ერაყელების გასამხედროებული ჯგუფის მუქარას, რომ მოკლავენ ფილიპინელ მძევალს.
XS
SM
MD
LG