Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, ფილიპინების მოქალაქის გამტაცებლები აცხადებენ


ერაყში, ფილიპინების მოქალაქის გამტაცებლები აცხადებენ, რომ მძევალს მას შემდეგ გაათავისუფლებენ,

ერაყში, ფილიპინების მოქალაქის გამტაცებლები აცხადებენ, რომ მძევალს მას შემდეგ გაათავისუფლებენ,
რაც ერაყს ბოლო ფილიპინელი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს. როგორც ვარაუდობენ, ეს მიმდინარე თვის ბოლოს მოხდება. ფილიპინელის გამტაცებელი ექსტრემისტული დაჯგუფების განცხადება დღეს თავისი ეთერით გადასცა არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ". მანამდე ასევე ტელევიზიით უჩვენეს მძევლის განცხადება, რომელშიც ფილიპინელი მადლობას უხდის თავისი ქვეყნის მთავრობას გამტაცებელთა მოთხოვნის შესრულებისთვის. ერაყში ამჟამად ფილიპინების 50-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG