Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრის იად ალავის განცხადებით


ერაყის პრემიერ-მინისტრის იად ალავის განცხადებით, მეამბოხეებთან უფრო ეფექტიანი ბრძოლის მიზნით,

ერაყის პრემიერ-მინისტრის იად ალავის განცხადებით, მეამბოხეებთან უფრო ეფექტიანი ბრძოლის მიზნით,
ქვეყანაში უშიშროების ახალი სამსახური შეიქმნება. ალავის განმარტებით, ახალი სამსახურის აგენტებს მეამბოხეთა დაჯგუფებებსა და რაზმებში შეაგზავნიან და ასე ეცდებიან სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებას. დღეს დასავლეთი ერაყის ქალაქ ჰადიტაში, პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ათი, ხოლო დაშავდა 30-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის სამი პოლიციელია; დანარჩენები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. დღესვე, ქალაქ ქარბალაში აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. დაიღუპა ორი ადამიანი.
XS
SM
MD
LG