Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები


ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა

ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა და ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ სატელეფონო საუბრისას. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ეუთოს სამდივნომ დღეს ვენაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ეუთო ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას კონფლიქტის ზონაში და ტელეფონით კონსულტაციებს მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან. საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას სოლომონ პასიმ განაცხადა, რომ ეუთო ადასტურებს თავის პოზიციას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG