Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გვიანდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სულ რამდენიმე წლის წინ საქართველო ახალი დემოკრატიის სახელმწიფოებს შორის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიაჩნდათ, სამართლებრივი რეფორმების გატარების ტემპის თვალსაზრისით.

ოდნავ მოგვიანებით დასავლელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა საქართველოს არშემდგარი დემოკრატიის ქვეყანა უწოდეს. ნოემბრის მოვლენების შემდეგ მოსული ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სამართლებრივი რეფორმების გატარებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოური ფონდები, ვფიქრობთ, ჩვენი მსმენელისთვის საინტერესო იქნება რადიო “თავისუფლების” დღევანდელი სტუმრის მოსაზრებები საქართველოში სამართლებრივი რეფორმების შუქ-ჩრდილების შესახებ. ღია საზოგადოების ინსტიტუტის გლობალური მართლმსაჯულების ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ნამორაძე საქართველოში განხორციელებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ პროექტში მონაწილეობდა - საქართველოს კონსტიტუციის შექმნით დაწყებული და ანტიკორუფციული პროგრამით დამთავრებული. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG