Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც იტყობინებიან, ღაზის სექტორში შეიარაღებულმა


როგორც იტყობინებიან, ღაზის სექტორში შეიარაღებულმა პირებმა საფრანგეთის ხუთი მოქალაქე გაიტაცეს.

როგორც იტყობინებიან, ღაზის სექტორში შეიარაღებულმა პირებმა საფრანგეთის ხუთი მოქალაქე გაიტაცეს.
ეს მძევლების მესამე აყვანის შემთხვევაა ღაზაში უკანაკნელი ათი საათის მანძილზე. მანამდე ღაზის სექტორში მოტაცებული პალესტინის ავტონომიის პოლიციის შეფი ღაზი ჯაბალი გაათავისუფლეს. როგორც იტყობინებიან, პალესტინელთა ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან. მანამდე, თვითმხილველთა თანახმად, შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა ჯაბალის ავტომანქანას და ცეცხლი გაუხსნა მის დაცვას. შემდეგ კი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს პოლიციის უფროსი და მიიმალნენ. ღაზი ჯაბალის ადრეც დასხმიან თავს. მას დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა როგორც პალესტინელ ექსტრემისტებთან, ისე ისრაელის ხელისუფლებასთან, რომელსაც მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული ისრაელის ჯარისკაცებზე თავდასხმებთან სავარაუდო კავშირის გამო.
XS
SM
MD
LG