Accessibility links

logo-print

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ბომბის


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა
ვარაუდობენ, რომ ტერაქტის მთავრი სამიზნე უნდა ყოფილიყო ერაყის გარდამავალი მთავრობის იუსტიციის მინისტრი მალიქ დოჰან ალ-ჰასანი, რომლის საცხოვრებელი სახლის მოშორებითაც ასაფეთქებელი მასალით დატვირთული მანქანა აფეთქდა. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, რომელსაც იორდანელი ტერორისტი აბუ მუსაბა ალ ზარყაული ხელმძღვანელობს. მეორე ანალოგიური ხელწერის აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ მაჰმუდიაში ერაყის ეროვნული გვარდიის შატბის შორიახლოს მოხდა. ერაყის ხელისუფლების ცნობით დაიღუპა ორი და დაიჭრა 25 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ეროვნული გვარდიის წევრები არიან.
XS
SM
MD
LG