Accessibility links

logo-print

თამაზ კახიაშვილი: "ცხინვალში ჩემს სახლს ხელს არავინ ახლებს"


ძალოსნობის ისტორიას სულ სამი სპორტსმენი ახსოვს, რომელთა მედლების კოლექციას სამი ოლიმპიური "ოქრო" ამშვენებს:

ნაიმ სულეიმანოღლუ, პიროს დიმასი და კახი კახიაშვილი. საინტერესოა, რომ სპორტული კარიერა სამივე ათლეტმა ერთ ქვეყანაში დაიწყო, უმთავრესი წარმატებები კი მეორის სახელით მოიპოვა: სულეიმანოღლუ ბულგარეთში დაბადებული თურქია, დიმასი - ალბანეთში დაბადებული ბერძენი, ხოლო კახიაშვილი - საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ქართველი. და მიუხედავად იმისა, რომ სამი ოლიმპიადიდან კახის ოფიციალურად არც ერთში არ გაუმარჯვია საქართველოს სახელით (პირველი "ოქრო" საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შეკოწიწებულ "გაერთიანებულ გუნდს" მოუპოვა, მეორე და მესამე კი - საბერძნეთს) მას მთელი საქართველო ქომაგობს და, ცხადია, მეოთხე ოლიმპიადაშიც გამარჯვებას უსურვებს.
ამ სამიოდე დღის წინ, 13 ივლისს, კახის 35 წელი შეუსრულდა. როგორ ემზადება ვეტერანი სპორტსმენი თავისი მეოთხე ოლიმპიადისთვის? როგორია გამარჯვების შანსები? ამ შეკითხვებზე პასუხის მიღების იმედით დავით კაკაბაძემ ცხინვალში დაურეკა კახის მამას, თამაზ კახიაშვილს. ბატონი თამაზი რამდენიმე დღეში ათენში მიემგზავრება და, ალბათ, ბუნებრივია, რომ პირველი კითხვა სულაც არ ეხებოდა მომავალ სპორტულ ბატალიებს.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG