Accessibility links

logo-print

ირანში სასამართლოს მხოლოდ სამი სხდომის


ირანში სასამართლოს მხოლოდ სამი სხდომის შემდეგ დასრულდა პროცესი კანადელი ჟურნალისტი ქალის, ზაჰრა კაზემის საქმესთან დაკავშირებით.

ირანში სასამართლოს მხოლოდ სამი სხდომის შემდეგ დასრულდა პროცესი კანადელი ჟურნალისტი ქალის, ზაჰრა კაზემის საქმესთან დაკავშირებით.
კაზემი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა გასულ წელს, როცა იგი დააპატიმრეს და სცემეს თეირანის ერთ-ერთი ციხის გარეთ ფოტოების გადაღებისთვის. აღშფოთებულმა ვექილებმა, რომლებიც დაღუპულის ოჯახის ინტერესებს წარმოადგენენ, ხელი არ მოაწერეს არცერთ დოკუმენტს და დემონსტრაციულად დატოვეს სასამართლო დარბაზი. ვექილთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ცნობილმა იურისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადიმ განაცხადა: [ებადის ხმა] "მე არ ვცნობ ამ სასამართლოს! ჩვენ მას არ ვცნობთ! ამგვარი სასამართლო აზრს მოკლებულია. ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ყველა პროცედურა დასრულდა. პროტესტის ნიშნად ზაჰრა კაზემის დედამ და ჩვენ, ვექილებმა, დავტოვეთ სასამართლო დარბაზი." მკვლელობაში ბრალს სდებენ ირანის სპეცსამსახურის თანამშრომელს, რომელიც თავს არ ცნობს დამნაშავედ. მას დამნაშავედ არ ცნობენ არც ვექილები და კაზემის ოჯახი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი სასიკვდილოდ სცემა ციხის ერთ-ერთმა უფროსმა.
XS
SM
MD
LG