Accessibility links

ღაზის სექტორში კვირას შეტაკებები


ღაზის სექტორში კვირას შეტაკებები მოხდა პალესტინელ ექსტრემისტებსა და

ღაზის სექტორში კვირას შეტაკებები მოხდა პალესტინელ ექსტრემისტებსა და
ავტონომიის უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ერთგულ ძალებს შორის. ამ თანამდებობაზე პალესტინის ავტონომიის ლიდერის, იასირ არაფატის ახლო ნათესავის, მუსა არაფატის დანიშნვას აღშფოთების ტალღა მოჰყვა მრავალ პალესტინელთა შორის. კვირასვე უშედეგოდ დასრულდა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყურეისა და იასირ არაფატს შორის მოლაპარაკებები. არაფატი კვლავაც ეწინააღმდეგება ყურეის გადადგომას. პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა ღაზის სექტორში განვითარებული მოვლენების გამო. პარასკევს იქ გატაცების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ამგვარი ქმედებით გამტაცებლები პროტესტს გამოხატავდნენ პალესტინის ავტონომიის უშიშროების სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG