Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი


პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი ძალაში ტოვებს თავის განცხადებას გადადგომის შესახებ.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი ძალაში ტოვებს თავის განცხადებას გადადგომის შესახებ.
[აჰმედ ყურეის ხმა] "მე შევიტანე განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ და კვლავ ვადასტურებ, რომ წერილობითი ფორმით წარვუდგინე იგი პრეზიდენტ არაფატს. წერილში ჩემი წასვლის მიზეზები განვმარტე - არ შემიძლია ქაოსისა და უკანონობის პირობებში მუშაობა, როცა მოქალაქეთა პრობლემებზე უნდა ვფიქრობდე."
ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი ყურეის გადადგომას არ იღებს და ვითარების განმუხტვას ცდილობს. დღეს მან უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადააყენა თავისი ძმისწული მუსა არაფატი, რომლის დანიშვნას მძაფრი პროტესტი მოჰყვა. ამ თანამდებობაზე არაფატმა დააბრუნა გენერალი აბდელ რაზეყ მაჯაიდი, რომელიც მანამდე თვითონ მოხსნა.
XS
SM
MD
LG