Accessibility links

დღეს ერაყი ფილიპინების ბოლო სამხედრო


დღეს ერაყი ფილიპინების ბოლო სამხედრო მოსამსახურეებმაც დატოვეს.

დღეს ერაყი ფილიპინების ბოლო სამხედრო მოსამსახურეებმაც დატოვეს.
მათს გაყვანას დაჟინებით მოითხოვდნენ ერაყელი ექსტრემისტები, რომლებმაც ფილიპინების მოქალაქე მოიტაცეს და მისი მოკვლით იმუქრებოდნენ. ერაყში ფილიპინების სამხედრო კონტინგენტი 51 მოსამსახურეს ითვლიდა. დღეს ბაღდადში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მანქანის საჭესთან თვითმკვლელი თავდამსხმელი იჯდა. დღესვე ექსტრემისტებმა გაათავისუფლეს ეგვიპტის მოქალაქე, რომელიც ივლისის დამდეგს მოიტაცეს. ამის შესახებ არაბულენოვანი ტელეარხი "ალ-ჯაზირა" იუწყება. გუშინ ერაყში მაღალი თანამდებობის კიდევ ერთი მოხელე მოკლეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ისამ იასემ ყასიმს თავდამსხმელებმა მისსავე სახლთან, მანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი და ადგილზევე მოკლეს.
XS
SM
MD
LG