Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს გამოძიებას საკითხისა,

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს გამოძიებას საკითხისა,
ურევია თუ არა ირანის ხელი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებში. [ჯორჯ ბუშის ხმა] "რა თქმა უნდა, ამ საკითხზე სრული ინფორმაციის მიღება გვსურს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაკლაფლინმა, განაცხადა, რომ არ არსებობს უშუალო კავშირი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებსა და ირანს შორის. ჩვენ განვაგრძობთ იმის დადგენას, მომხდარში ირანსაც თუ ურევია ხელი. მე არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება ირანის გამო, სხვა თუ არაფერი, ის ტოტალიტარული საზოგადოებაა." თეირანმა აღიარა, რომ "ალ-ყაიდის" ტერორისტებს, რომლებიც აშშ-ზე თავდასხმას ამზადებდნენ, შესაძლოა, არალეგალურად გადაეკვეთათ ირანის ტერიტორია, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადავიდოდნენ.
XS
SM
MD
LG