Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობამ ვერ მოახერხა პრემიერის


პალესტინელთა თვითმმართველობამ ვერ მოახერხა პრემიერის გადადგომის სურვილის თაობაზე წარმოქმნილი

პალესტინელთა თვითმმართველობამ ვერ მოახერხა პრემიერის გადადგომის სურვილის თაობაზე წარმოქმნილი
კრიზისი გადაელახა. დღეს პალესტნელთა ლიდერის იასირ არაფატის მთავარმა მრჩეველმა ნაბილ აბუ რუდეინამ შემდეგი განაცხადა
[რუდეინას ხმა] “აპრეზიდეტმა არაფატმა დღეს ოფიციალურად უარყო პრემიერის გადადგომა, შესაბამისად, აბუ ალა ყურეი დარჩება პრემიერ-მინისტრი მომავალ პერიოდში და ექნება სრული უფლებამოსილება შეცვალოს თავისი კაბინეტი”.
ყურეიმ ორჯერ სცადა გადადგომა მას მერე, რაც არაერთი აქტი მოხდა ადამიანების გატაცებისა და მას მერე, რაც არაფატმა თავის ნათესავს ჩააბარა უშიშროების სისტემა.
ამ დროს, როცა პალესტნელელთა ავტონომია კრიზისშია, ისრაელის არმიას შეტაკება მოუხდა ლიბანის საზღვართან “ჰიზბოლას” რაზმთან. ორი ისრაელი ჯარისკაცი და ერთი “ჰიზბოლელი” მოკლეს. შეტაკება მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ჰიზბოლას ერთი მეთაური ბომბით ააფეთქეს. ჰიზბოლა ისრაელს აბრალებს მომხდარს, ისრაელი უარყოფს აქტში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG