Accessibility links

logo-print

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ერაყში


დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ერაყში გაათავისუფლეს ფილიპინელი მძევალი, სატვირთო მანქანის 46 წლის მძღოლი.

დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ერაყში გაათავისუფლეს ფილიპინელი მძევალი, სატვირთო მანქანის 46 წლის მძღოლი.
ის ბაღდადში გაერთიანებული საამიროების საელჩოს გადასცეს. მისი განთავისუფლება ფილიპინების მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა გაიყვანოს თავისი ჯარი ერაყიდან გამტაცებლების მოთხოვნის შესაბამისად. დღესვე აშშ-ის ჯარის სარდალმა ახლო აღმოსავოლეთში ჯონ აბიზაიდმა განაცხადა, რომ ფილიპინების ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, როგორც მან თქვა, ჩანს, ტერორისტების დაკმაყოფილება უფროა, ვიდრე მათთვის წინააღმდეგობის გაწვა. ერაყში ბაყუდასთან ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი სხვა დაიჭრა, როცა გზაზე ჩადებული ბომბი აფეთქდა. ბასრაში ამ ქალაქის რეგიონული საბჭოს კოორდინატორი მოკლეს. დღესვე აშშ-ის საზღვაო ქვეითი მოკლეს ბრძოლაში ერაყის დედაქალაქში.
XS
SM
MD
LG