Accessibility links

დღეს ტელეარხმა ალ-არაბიამ აჩვენა ვიდეომასალა


დღეს ტელეარხმა ალ-არაბიამ აჩვენა ვიდეომასალა, რომელზე აღბეჭდილი შეიარაღებული პირები ამბობენ, რომ მძევლებად აიყვანეს სამი ინდოელი, ორი კენიელი და ერთი ეგვიპტელი და თავებს მოჰკვეთენ მათ,

დღეს ტელეარხმა ალ-არაბიამ აჩვენა ვიდეომასალა, რომელზე აღბეჭდილი შეიარაღებული პირები ამბობენ, რომ მძევლებად აიყვანეს სამი ინდოელი, ორი კენიელი და ერთი ეგვიპტელი და თავებს მოჰკვეთენ მათ,
თუკი ქუვეითის კომპანია, რომელიც ერაყში მოქმედებს და რომლისთვისაც მუშაოებენ ეს პირები, ქვეყანას არ დატოვებს. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ ერაყი დატოვონ ინდოეთის, კენიისა და ეგვიპტის მოქალაქეებმა. ამ ქვეყნებს ერაყში არ ჰყავთ ჯარები, მაგრამ მათი მოქალაქეები დასაქმებული არიან ერაყში. ამასობაში დანაღმული მანქანა აფეთქდა ბაღდადში. დაიღუპა სულ ცოტა სამი ადამიანი. დღესვე ერაყის დროებითი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი შეხვდა მეზობელი ქვეყნებისა და ეგვიპტის წარმომადგენლებს, რათა დახმარება ეთხოვა უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში. ასევე დღეს ერაყის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა იად ალავიმ თქვა, რომ ერაყში თავდასხმების ინტენსიურობა უფრო სასტიკი ხდება, მაგრამ ამგვარი თავდასხმების რიცხვი იკლებს.
XS
SM
MD
LG