Accessibility links

logo-print

პალესტინის ხელმძღვანლობის წარმომადგენელმა ჰასან ალ


პალესტინის ხელმძღვანლობის წარმომადგენელმა ჰასან ალ ხათიბმა ისრაელს მოუწდა, დაემორჩილოს ახლახან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას

პალესტინის ხელმძღვანლობის წარმომადგენელმა ჰასან ალ ხათიბმა ისრაელს მოუწდა, დაემორჩილოს ახლახან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას
და შეაჩეროს ე.წ. "უსაფრთხოების კედლის" მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. [ხათიბის ხმა] "ეს ადასტურებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა იცავს საერთაშორისო კანონმდებლობას და მხარს უჭერს ისრაელისადმი მოწოდებას, დამორჩილდეს და შეაჩეროს კედლის მშენებლობა, რომელიც პალესტინერ მიწებზე აღიმართება და პალესტინელთა სიცოცხლეს ართულებს." ისრაელი კატეგორიულად უარყოფს გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნას. ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის მრჩეველმა დორ გოლდმა განაცხადა, რომ ისრაელის უფლება აქვს, თავი დაიცვას. [გოლდის ხმა] "პალესტინელ ტერორისტთა ხელით ათასობით ისრაელის სიკდილის შემდეგ, თვითმკვლელ ტერორისტთა თითქმის 150 თავდასხმის შემდეგ, ისრაელს სრული უფლება აქვს, დაასრულოს უსაფრთხოების კედლის მშენებლობა, როგორც ეს დაგეგმილი იყო." გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც მოუწოდა ისრაელს, რომ გაითვალისწინოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება კედლის მშენებლობის უკანონობის თაობაზე.
XS
SM
MD
LG