Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ქართველი პრიმა-ბალერინა, მოსკოვის დიდი


ცნობილი ქართველი პრიმა-ბალერინა, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ნინო ანანიაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს წარადგინა

ცნობილი ქართველი პრიმა-ბალერინა, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ნინო ანანიაშვილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს წარადგინა
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელად. როგორც სააკაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოდან გასული ნიჭიერი ადამიანების სამშობლოში დაბრუნების დრო დადგა და ის ყველა მათგანს ამისთვის ნორმალურ პირობებს შეუქმნის.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ანანიაშვილის დათანხმება არ გასჭირვებია, თუმცა როცა შეთავაზებაზე თანხმობა მიიღო, “ყურებს არ დაუჯერა”. ბრიფინგზე თავად ანანიაშვილმა განაცხადა, რომ სამ წელიწადში ევროპული სტანდარტების შესაბამის ქართულ საბალეტო დასს ჩამოაყალიბებს და პრეზიდენტის მხრიდანაც მიიღო დაპირება, რომ ამისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
XS
SM
MD
LG