Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და ევროპის კავშირი ისრაელს


გაერო და ევროპის კავშირი ისრაელს მოუწოდებენ, დაემორჩილოს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას

გაერო და ევროპის კავშირი ისრაელს მოუწოდებენ, დაემორჩილოს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას
და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე შეწყვიტოს ე.წ. "დამცავი კედლის" მშენებლობა. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს ახალმა უზენაესმა კომისარმა ლუიზ არბურმა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ განაცხადეს, რომ კედლის არსებობა ხელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ტელ-ავივში, სოლანასთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა განაცხადა, რომ ისრაელი გაწბილებულია ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მხარი დაეჭირა რეზოლუციისთვის. [სილვან შალომის ხმა] "ისრაელის მთავრობა და მოსახლეობა ღრმად გააწბილა ევროპის კავშირის გადაწყვეტილებამ, კედლის მშენებლობის წინააღმდეგ მიეცა ხმა. კედელი უსაფრთხოების დროებითი ზომაა, რომელმაც უკვე იხსნა სიკვდილისგან ისრაელის ასობით მოქალაქე. და ჩვენთვის მშენებლობის წინააღმდეგ წასვლა იგივეა, რომ შეეწინააღმდეგო ჩვენს უფლებას, ჩვენივე მოქალაქეები დავიცვათ." გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიუხედავად, ისრაელი კედლის მშენებლობის შეწყვეტას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG