Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში მოქმედი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში მოქმედი
შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის, სვიატოსლავ ნაბდზოროვის პროვოკაციული გამონათქვამების გამო და რუსეთის მხარისგან დაუყონებლივ ახსნა-განმარტებას მოითხოვს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთხშაბათს ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსმა გენერალმა უარყო როკის გვირაბის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის არსებობა. ნაბდზოროვის განცხადებით, საქართველოს მოუწევს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სამშვიდობო ძალების სარდლის ამგვარი პოზიცია და აბსურდული განცხადებები ეწინააღმდეგება კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის დაკისრებულ მანდატს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას. შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობაზე სვიატოსლავ ნაბდზოროვი ორ კვირაში უნდა შეცვალოს გენერალ-მაიორმა მარატ კულახმეტოვმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ.
XS
SM
MD
LG