Accessibility links

logo-print

ერევანი დაინტერესებულია საქართველოში ვითარების სტაბილიზებით


ერევანი დაინტერესებულია საქართველოში ვითარების სტაბილიზებით

ერევანი დაინტერესებულია საქართველოში ვითარების სტაბილიზებით
- ამ შინაარსის განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას.
სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკების მსვლელობაში მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები და სამხრეთი კავკასიის რეგიონის განვითარების პერსპექტივები. ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობათა მოცულობა არ შეესაბამება რეალურ პოტენციალს და ამიტომ აუცილებელია ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქმიანობის გააქტიურება. სომხეთის პრეზიდენტმა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განიხილეს ევროკავშირის ახალ "სამეზობლო ინიციატივაში" სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ჩართვის შედეგად წარმოქმნილი პერსპექტივები.
XS
SM
MD
LG