Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გამოაქვეყნეს 2001 წლის 11


აშშ-ში გამოაქვეყნეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის საბოლოო ანგარიში.

აშშ-ში გამოაქვეყნეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის საბოლოო ანგარიში.
ანგარიშის შემდგენლები მკაცრად აკრიტიკებენ აშშ-ის სპეცსამსახურებს და მათი ძირფესვიანი გარდაქმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. 570-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა რამდენიმე წლის მანძილზე სათანადოდ ვერ აფასებდა იმ ტერორისტული საფრთხის ხარისხს, რომელიც შეერთებულ შტატებს ემუქრებოდა, და ამდენად, ვერ მოახერხა თავისი მოქალაქეების დაცვა. ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარემ თომას კინმა აღიარა, რომ შეუძლებელია იმის დაბეჯითებით თქმა, შეიძლებოდა თუ არა ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება. გაეცნო რა კომისიის ანგარიშს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ანგარიშის ავტორებმა დიდი და მაღალხარისხიანი სამუშაო ჩაატარეს, შეისწავლეს შეცდომები და პრობლემები, რომლებიც 11 სექტემბრამდე არსებობდა, და ჩამოაყალიბეს სერიოზული რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ, სადაც აუცილებელი იქნება მთავრობის მოქმედება, ის იმოქმედებს კიდეც."
XS
SM
MD
LG