Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ექსტრემისტები იმუქრებიან, რომ მოკლავენ


ერაყელი ექსტრემისტები იმუქრებიან, რომ მოკლავენ ინდოეთის, კენიისა და ეგვიპტის შვიდ მოქალაქეს,

ერაყელი ექსტრემისტები იმუქრებიან, რომ მოკლავენ ინდოეთის, კენიისა და ეგვიპტის შვიდ მოქალაქეს,
თუ ქუვეითის სატრანსპორტო კომპანია, რომელშიც ისინი მუშაობენ, ერაყში თავის საქმიანობას არ შეწყვეტს. კენიის მთავრობამ ერაყში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ეს ქვეყანა, ხოლო გამტაცებლებს მიმართა თხოვნით, გაათავისუფლონ მძევლები. დღესვე ბულგარეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასულ კვირაში, ბაღდადის ჩრდილოეთით აღმოჩენილ იქნა ერაყელი ექსტრემისტების მიერ მოკლული ბულგარელი მძევლის თავმოკვეთილი გვამი. ასევე დღეს, იმავე რაიონში, იპოვეს კიდევ ერთი უცხოელის გვამი, რომელიც ჯერ არ ამოუცნიათ. ბაღდადში დღეს მეამბოხეთა რაზმებთან კავშირში ეჭვმიტანილი ორასამდე ადამიანი დააკავეს.
XS
SM
MD
LG