Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, "სტალინგრადი" ისევ დაიწეროს მოსკოვში აღმართულ მემორიალზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, "სტალინგრადი" ისევ დაიწეროს მოსკოვში აღმართულ მემორიალზე
- 40 წელიწადში მას შემდეგ, რაც ქალაქ სტალინგრადს სახელი შეუცვალეს. პუტინმა სამი თვე მისცა მოსკოვის მმართველობას საიმისოდ, რომ ვოლგოგრადის ნაცვლად ისევ სტალინგრადი ამოიტვიფროს მოსკოვში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან განთავსებულ დაფაზე. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ გაითვალისწინეს სტალინგრადის ბრძოლის მნიშვნელობა და იქ მებრძოლი "სამხედრო და სამოქალაქო პირების გმირობა". სტალინგრადის ბრძოლა 1942 წლის აგვისტოდან 1943 წლის თებერვლამდე გაგრძელდა და მილიონამდე საბჭოთა მოსახლისა და 250 000-მდე გერმანელის სიცოცხლე შეიწირა. 1961 წელს საბჭოთა მმართველმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გასცა განკარგულება, სტალინის შემცველი სახელწოდებების შეცვლაზე.
XS
SM
MD
LG