Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს


ეგვიპტის ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტელი დიპლომატის გამტაცებლებთან.

ეგვიპტის ხელისუფლება ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ეგვიპტელი დიპლომატის გამტაცებლებთან.
ეგვიპტის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი ბაღდადში პარასკევს გაუჩინარდა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ეგვიპტემ განაცხადა, რომ არავითარი პირობით არ გაგზავნის ერაყში არც სამხედრო ქვედანაყოფს და არც სამხედრო სპეციალისტებს. ცოტა ხნის წინ, ერაყის ხელსიუფლებამ თხოვნით მიმართა ეგვიპტეს, რათა დახმარებოდა უსაფრთხოების ძალების მომზადების საქმეში. ერაყის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იად ალაულიმ კი მოუწოდა ეგვიპტეს, არ დაყვნენ გამტაცებლების ნებას:
"ტერორისტებთან მხოლოდ ერთადერთი საშუალებით შეიძლება საქმის დაჭერა – გადასცე ისინი მართლმსაჯულებას. ჩვენ უნდა შევამჭიდროვოთ ჩვენი რიგები და მე მჯერა, რომ ეგვიპტე შესაბამისად იმოქმედებს." განაცხადა ერაყის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იად ალაულიმ.
XS
SM
MD
LG