Accessibility links

logo-print

4 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


4 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში

4 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში

ნატოს ძალების წარმომადგენლებმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს საბრძოლო რაკეტების სამალავი აღმოაჩინეს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, სამალავში 40-მდე რაკეტა, 30 ფითილი და რამდენიმე ელექტროსადენი იქნა ნაპოვნი. საბრძოლო მასალა მალევე იქნა გაუვნებელყოფილი. შაბათს, სავარაუდოდ ტალიბანის დაჯგუფების მიერ ორგანიზებული ჩასაფრების შედეგად, 4 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში. იუწყებიან, რომ მომხდარი თავდასხმის კვალდაკვალ დაპატიმრებულია 11 ეჭვმიტანილი, მათ შორის რამდენიმე კაცია პაკისტანელია.
XS
SM
MD
LG