Accessibility links

logo-print

ტყეების განადგურება ატმოსფეროს დაჭუჭყიანებას ზრდის


ტყეების განადგურების ტენდენცია, მთელ მსოფლიოში არსად ისეთ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ბრაზილიაში,

ლათინური ამერიკის ამ უდიდეს ქვეყანაში. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, ამაზონის აუზში გადამწვარია დაახლოებით ნახევარი შვეიცარიის მოცულობის ტროპიკული ტყე. ამასთან მწვანე საფარის განადგურება ორმაგ დარტყმას აყენებს გარემომცველ ბუნებას. სამყაროს "მწვანე ფილტვების" დასუსტება იწვეს ჰაერის მასობრივ დაბინძურებას. კერძოდ, ატმოსფეროში გაიტყორცნება დიდი ოდენობით სასათბურე ეფექტის მქონე გაზები, რაც, მეცნიერთა თქმით, მსოფლიოში კლიმატის შეცვლას იწვევს.

როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ამაზონის ტროპიკული ტყის განადგურების ამბავს ისმენ, პირველ ყოვლისა იბადება მარტივი შეკითხვა: სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ამგვარი დესტრქუცია? რადიო "თავისუფლების" თანამშრომლის ბრეფნი ორურკის მიერ დასმულ ამ შეკითხვას ასე პასუხობს შვეიცარიაში არსებული " ბუნების მსოფლიო ფონდის" გლობალური ტყეების პროგრამის დირექტორი ჩარლზ ელიოტი.

[ჩარლზ ელიოტის ხმა] "ამაზონი გრანდიოზული მასივია და მისი უდიდესი ნაწილი დღემდე ხელუხლებელია. მაგრამ ადრე იგივეს აბობდნენ ბორნეოსა და სუმატრაზე, ასევე სხვა იმ ადგილზე, რომლებიც დღეს უკვე განადგურებულია. ამიტომ მჯერა, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, რადგან სხვა ტროპიკული ტყეებისაგან განსხვავებით ამაზონი შედარებით ფაქიზია. და ძალიან ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ ეკოსისტემა რადიკალურად შეიცვალოს."


ბრაზილიის ამაზონის კვლევის ინსტიტუტის ცენტრის მიერ გადაღებული სატელიტური ფოტოსურატები ადასტურებენ, რომ დროებითი ჩაცხრობის შემდეგ ხანძარი კვლავ ანადგურებს ტყის მასივებს. გამოკვლევის თანახმად, ბრაზილიაში გასულ წელს 23 ათასი კვადრატული კილომეტრის ტყის ფართობი განადგურდა. ტყესთან ერათად კი, როგორც წესი, იღუპებიან მისი ბინადარნი, უნიკალური ჯიშის ცხოველები და ფრინველები.

მაგრამ როგორც ჩარლზ ელიოტი გვამშვიდებს, ჯერ-ჯრობით ნაადრევია სასოწარკვეთაში ჩავარდნა. მისი თქმით, 1997 წელს ბრაზილიის მთავრობამ ტროპიკული ტყეების 10 პროცენტი ნაციონალურ პარკად და ნაკრძალად გამოაცხადა.

[ჩარლზ ელიოტის ხმა] "ეს ვალდებულება უკვე სრულდება ახალი ნაციონალური პარკის ტუმოკუმაკვეს შექმნით, რომელიც 3 მილიონი ჰექტარის ანუ დაახლოებით შევიცარიის მოცულობისა ფართობზეა გადაჭიმული. ასე რომ, ეს არის ყველაზე დიდი ტროპიკული ნაციონალური პარკი მსოფლიოში."

გარდა ამისა, ამაზონის ტყის 30 პროცენტი, დაცულია იქ მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობის მიერ ან, ფუნქციონირებს როგორც ნაკრძალი, რაც ასევე ზრდის მწვანე საფარის გადარჩენის შანსებს. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მიზნით ტყეების ჭრა გრძელდება, ბრაზილიაში სულ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანზიაცია ახდენს ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა მკაცრი ზომებით შეებრძოლოს ტყეების განადგურების პროცესს. მით უფრო, რომ მთავრობის მზრუნველობის გარეშე ბრაზალიაში რჩება 50-60 პროცენტის ტყის მასივი, რომელსაც კვლავ ემუქრება გადაწვის საფრთხე, სოიას ფერმების მეტარონეებისა თუ მეჯოგეების მხრიდან.

თუ ბრაზილიის შემთხვევაში, დიდი რაოდენობის სასათბურე ეფექტის მქონე გაზები ამაზონის ტყის მასივის გადაწვის შედეგად გაიტყორცნება ატმოსფეროში. განვითარებულ ქვეყნებში საშიშ გამონაბოლქვი მძიმე ინდუსტრიის ობიექტებისა და ატომური ელექტროსადგურების მუშაობას ახლავს თან. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიას სუსტი ეკონომიკა აქვს, ტყეების გადაწვით მიყენებული ზარალის გამო ბრაზილია ატმოსფეროს დამაბინძურებელ ქვეყნებთა პირველ ათეულში მოექცა. მსოფლიოში გატყორცნილი სასათბურე ეფექტის მქონე გაზების 25 პროცენტი კი შეერთებულ შტატებზე მოდის.
XS
SM
MD
LG