Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზას სექტორში შაბათს რამდენიმე თავდასხმა


ღაზას სექტორში შაბათს რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

ღაზას სექტორში შაბათს რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.
თავდაპირველად დაუდგენელმა პირებმა ფერფლად აქციეს ალ ზავაიდას პოლიციის შენობა. მცირე ხნის შემდეგ კი ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ხან იუნისში ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავა ალ აყსის წამოებულთა ბრიგადის 20 კაციანმა ჯგუფმა, რომელიც მოითხოვდა თანამდებობაზე აღედგინათ მათი თანამებრძოლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პალესტინის უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს. ერთი კვირის წინ შეიარაღებულმა პალესტინელებმა მცირე ხნით დაატყვევეს პოლიციის უფროსი და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი ავტონომიაში გამეფებული კორუფციის გამო. პალესტინის პრემიერ მინისტრმა აჰმედ ყურეიმ წინა კვირას მომხდარი ძალადობის გამო გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა ავტონომიის ლიდერს. თუმცა იასირ არაფატმა არ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა. სამაგიეროდ თანამდებობიდან გაათავისუფა პოლიციისა და უშიშროების სამსახურის უფროსები, ხოლო ღაზის სექტორში კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG