Accessibility links

logo-print

ჩამორთმეული,საბრძოლო მასალა რუსეთის წარმომადგენლებს შაბათს


ჩამორთმეული,საბრძოლო მასალა რუსეთის წარმომადგენლებს შაბათს ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაეცა.

ჩამორთმეული,საბრძოლო მასალა რუსეთის წარმომადგენლებს შაბათს ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაეცა.
ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამშვიდობოებისთვის, 7 ივლისს ჩამორთმეული, საბრძოლო მასალა თბილისის გადაწყვეტილებით შაბათს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უნდა გადასცემოდა რუსეთის წარმომადგენლებს.
როგორც ჟურნალისტებს უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ განუცხადა, მიუხედავად იმისა რომ რუსული მხარე იარაღის დაბრუნებას ცხინვალის რეგიონში ითხოვდა, საბოლოოდ ,,ჯანსაღმა აზრმა და იმ პოზიციამ გაიმარჯვა, რომ ურთიერთობა ქვეყნებს შორის ცივილური უნდა იყოს".
სოფელ კეხვში ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა 9 სატვირთო ავტომანქანა, აქედან “კამაზის” და “ურალის” ტიპის 2 სატვირთო ავტომანქანაზე, შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა არამართვადი, საბრძოლო, შვეულმფრენის 200 ჭურვი და ამ ჭურვების ასაფეთქებელი, დაახლოებით 5 ათასი ცალი მოწყობილობა. აღნიშნული საბრძოლო მასალა 2 სატვირთო მანქანით ლარსის გაშვებ პუნქტთან იქნა გადატანილი და რუსეთის წარმომადგენლებს შაბათს გადაეცა.
XS
SM
MD
LG