Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში არ ცხრება ძალადობის ტალღა.


ერაყში არ ცხრება ძალადობის ტალღა. დღეს ქალაქ მოსულში, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ

ერაყში არ ცხრება ძალადობის ტალღა. დღეს ქალაქ მოსულში, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ
დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - ერაყელი გუშაგი, ქალი და ბავშვი. აფეთქება აშშ-ის სამხედრო ბაზის შესასვლელთან მოხდა. დაიჭრა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი. დღესვე, ბაღდადში, მოკლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის თანამშრომელი და მისი ორი მცველი. მანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღით. ბასრაში, ანალოგიურ ვითარებაში, მოკლეს აშშ-ის კომპანიის თანამშრომელი ორი ერაყელი ქალი.
XS
SM
MD
LG