Accessibility links

logo-print

ბოსტონში იხსნება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის


ბოსტონში იხსნება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა. ყრილობის ბოლო დღეს, ხუთშაბათს, სენატორი ჯონ კერი

ბოსტონში იხსნება აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობა.
ყრილობის ბოლო დღეს, ხუთშაბათს, სენატორი ჯონ კერი
ოფიციალურად გამოცხადდება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნოემბრისთვის დანიშნულ არჩევნებში. აი, რა განაცხადა ჯონ კერიმ ყრილობის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე: [ჯონ კერის ხმა] "არასოდეს, ბოლო 35 წლის მანძილზე, შეერთებული შტატები არ გამხდარა იმგვარ სამიზნედ დაცინვისა თუ უპატივცემლობის გამოხატვისა, როგორიც არის დღეს, როცა უცხოეთში ყოფნისას, ამერიკელებს საფრთხე ემუქრებათ. მე მინდა, ამერიკას დავუბრუნო უწინდელი პრესტიჟი, როლი მთელი მსოფლიოს მანათობელი ვარსკვლავისა, დავუბრუნო პატივისცემა და გავლენა - როცა მთელი მსოფლიო მხარში გვედგება, როგორც ეს 11 სექტემბრის შემდეგ იყო."
XS
SM
MD
LG