Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონელები ადგილობრივი ალბანური მოსახლეობისათვის ზედმეტი უფლბებების მინიჭებას აპროტესტებენ


ორშაბათს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ათასობით მაკედონელი პროტესტით შეხვდა პარლამენტის სხდომის დაწყებას,

რომელზეც დავის საგნადმიჩნეული დეცენტრალიზაციის კანონპროექტი უნდა განეხილათ. აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესისა, რომელმაც სამი წლის წინ ბოლო მოუღო ეთნიკურ დაპირიპირებას მაკედონიელებსა და ალაბნელებს შორის. თუმცა, კანონპროექტის მოწინააღმდგე სლავი მაკედონელები შიშობენ, რომ დოკუმენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ფედერალიზაციას და ამასთანავე გაამწვავებს ეთნიკურ ურთიერთობებს.

ჩაფიქრებული ადმინისტრაციული ღონისძიებები, მუნიციპალიტეტების რაოდენობის 123-დან 80-მდე შემცირებას ითვალიწინებს, სახელმწიფო სტრუქურები, სადაც უპირატესად ეთნიკური ალბანელები არიან წარმოდგენილნი, შეერწყმებიან სტრუქტურებს, სადაც აქამდე მაკედონელები დომინირებდნენ, რაც ალბანელების წარმომადგენლობას გაზრდის ადგილობრივ დონეებზე. შემუშავებული ღონისძიებების თანახმად, მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უნდა გახდეს ორენოვანი ქალაქი, შესაბამისი ორენოვანი წარწერებით, ალბანურ და მაკედონურ ენებზე შესრულდება ოფიციალური დოკუმენტებიც. მაკედონიის მრავლეროვნული ხელისუფლების თანახმად, აღნიშნული ღონისძიებები აუცილებელია იმ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, სადაც 25 პროცენტი ეთნიკური ალბანელი ცხოვრობს. ამასთან, უარყოფილია შეშფოთება, რომ გეგმას, რომელსაც მხარს უმაგრებს ევროკავშირი, მაკედონია ფედერალიზმისაკენ მიჰყავს. მთავრობა ასევე უსაფუძვლოს უწოდებს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს იგი შლიდეს ან ყიდდეს მაკედონიას.

მაგრამ ის 10-15 ათას ადამიანი, რომელიც ორშაბთს სკოპიეს ქუჩებში გამოვიდა, კატეგორიულად არ ეთანხმება მთავრობას.

[ბრბოს ხმა]

თუმცა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცისი მონაწილეების იმეორებდნენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან 2001 წლის ოჰრიდის სამშვიდობო შეთანხმებას ან მაკედონიის იდეას, გაწევრიანდეს ევროკავშირისა და ნატოს ბლოკში. დემონსტრანტები მთავრობას ბრალს დებდნენ იმაში, რომ იგი უგულებელჰყოფს ხალხის ნებას და ცდილობს, სასწრაფო წესით მიაღებინოს პარლამენტს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორი, ოპოზიციური გაერთიანება, მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა გრუევსკი მოუწოდებდა ხალხს "ეთქვათ უარი მაკედონიის ტერიტორიული დაყოფისათვის."

[ნიკოლა გრუევსკის ხმა] " ისინი არ უნდა ეთამაშებოდნენ ხალხს. ამ ღამით ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რათა ვუთხრათ "არა" ტერიტორიულ დაყოფას, რომელიც მთავრობას სურს თავს მოგვახვიოს."


საპროტესტო აქციაში ორშაბათს მონაწილოებას ღებულობდა რამდენიმე ცნობილი საზოგადო მოღვაწე და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც რამდენიმე საათი თავსხმა წვიმის ქვეშ გაატარეს. ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი კი მოითხოვდა, რომ მაკედონიის დეცენტრალიზაციის საკითხი რეფერენდუმზე გაირკვეს. მით უფრო, რომ მათ უკვე შეგროვებული აქვთ 100 ათასი მომხრის ხელმოწერა, ხოლო საკითხის რეფერენდუმზე გატანას კონსტიტუციის თანახმად 150 ათასი ხმა სჭირდება.

საპროტესტო აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ლიდერები ადამიანებს თავშეკავებისაკენ მოპუწოდებდნენ. მაგრამ სტრუგაში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელზეც უნდა გავრცელდეს დეზინტერგაციის გეგმა, დემოსნტრანტები პარასკევს მთელი ღამე ბენზინის ბალონებს და ქვებს ისროდნენ. პოლიციასთან შეტაკებისას კი რამდენიმე ათეული ადამიანი დაზიანდა.

ლონდონში არსებული ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ანა პეტრუშევამ რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ კვირას გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიუხედავად, მოსალოდნელი არ არის, რომ მაკედონიის მთავრობა უკან დაიხევს. მაგრამ საკითხის რეფერენდუმზე გატანის შემთხვევაში ეს მოხდება.

[ანა პეტრუშევას ხმა] " თუ ოპოზიცია მოახერხებს შეაგროვოს მომხრეთა საჭირო რაოდენობა, მაშინ, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა იძულებული გახდება საკითხი რეფერენდუმზე გაიტანოს, რაც საბოლოოდ ისევ უნდობლობისა და ეთნიკური დაძაბულობის პროვოცირებას მოახდენს. იგულისხმება ის, რომ თუკი მაკედონელები რეფერენდუმს ჩაატარებენ, მაშინ ალბანელები რაღაცა მსგავსის ორგანიზებას მოახდენენ."

მოსალოდნელია, რომ დავის საგნადქცეულ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვა რამდენიმე დღეს გასტანს. ამასობაში კი მაკედონიის ოპოზიცია რეფერენდუმისათვის საჭირო 150 ათასი ხელმოწერის შეგროვებას შეეცდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG