Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დღეს ქაიროში შეხვდა ეგვიპტის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დღეს ქაიროში შეხვდა ეგვიპტის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს.
მხარეებმა იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე და ერაყში რეკონსტრუქციის საკითხებზე. დღესვე პაუელმა დაგმო ერაყის ქალაქ ბაქუბაში მომხდარი აფეთქება და მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს მზადყოფნისათვის, წვლილი შეიტანოს ერაყში უშიშროების გაუმჯობესებაში. [პაუელის ხმა] “ჩვენ ვისაუბრეთ ერაყზე. ეგვიპტეს მადლობა გადავუხადე წინადადებისათვის, წვლილი შეიტანოს ერაყის ჯარების გაწვრთნაში, რათა ხელი შეუწყოს იმას, რომ ერაყელებმა თავადვე შეძლონ საკუთარი თავის დაცვა ძალებისაგან, რომლებიც ერაყელ ხალხს უარს ეუბნებიან იმედიან, მშვიდობიან ცხოვრებაზე”. პაუელთან შეხვედრის შემდეგ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბულ ღეიტმა კი გაიმეორა ეგვიპტის წინადადება, მონაწილეობა მიიღოს პალესტინელების პოლიციის გაწვრთნაში პალესტინელების ტერიტორიებზე უშიშროების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG