Accessibility links

logo-print

აშშ-ში გრძელდება დემოკრატიული პარტიის ყრილობა


აშშ-ში გრძელდება დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც მოსალოდნელია ჯონ კერის

აშშ-ში გრძელდება დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც მოსალოდნელია ჯონ კერის
დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად და, მაშასადამე, ახლანდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მეტოქედ. ამავე ყრილობაზე სიტყვით გამოდის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩეული ჯონ ედუარდსი. გუშინ დემოკრატების ყრილობაზე, რომელიც ბოსტონში მიმდინარეობს, ამერიკელი სენატორი ედუარდ კენედი გამოვიდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ბუშმა ქარს გაატანა კეთილგანწყობა, რომელიც ამერიკისადმი მთელმა მსოფლიომ გამოამჟღავნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. [ედუარდ კენედის ხმა] “როგორ შეიძლებოდა, რომელიმე პრეზიდენტს ასე გაეფლანგა უზომო კეთილგანწყობა, რომელიც ამერიკის მიმართ გამოავლინეს 11 სექტემბრის შემდეგ? უმეტესობამ მსოფლიოში ჯერ კიდევ იცის, რაც შეგვიძლია - მარტო ჩვენ რაც შეგვიძლია - და სურს, ისევ ის ერი გავხდეთ. ამერიკა მსოფლიოსთვის ნიმუში უნდა იყოს და ჯონ კერისა და ჯონ ედვარდსის მმართველობისას ასე იქნება კიდეც!” ჯონ კერი ხვალ, ხუთშაბათს გამოვა ყრილობაზე.
XS
SM
MD
LG